ვაგრძელებთ NDI-ის კვლევის გამოქვეყნებას. ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას დადებითაც გამოკითხულთა 58% აფასებს. მეორე ადგილზეა იუსტიციის სახლები, რომლის დადებითი პროცენტული მაჩვენებლი 45%-ია.
უარყოფითად შეფასდა პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს საქმიანობა. გამოკითხულთა 28% უარყოფითად აფასებს საკრებულოს საქმიანობას, ხოლო 31% პარლამენტის საქმიანობას.
შეგახსენებთ, აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და მას ატარებს CRRC საქართველო.