ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-დან აქცია დაიძრა: დაპისპირება საპროტესტო მსვლელობის დროს (LIVE)

შეხლა-შემოხლა პოლიციასა და მუშათა სოლიდარობის აქციის მონაწილეებს შორის

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Montag, 15. Mai 2017

პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის მოთხოვნით, თსუ-ს პირველი კორპუსიდან აქცია-მსვლელობა დაიწყო, რომელიც  პარლამენტის შენობისკენ მიემართება. აქციის მონაწილენი   ხელისუფლებას შრომის ინსპექციის შექმნისკენ მოუწოდებენ:

“ჩვენი მოთხოვნებია- მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის დაწესდეს რეგრესის პენსია, გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი მათთვის,  შრომის ინსპექციაში ჩართული იყოს პროფკავშირები, რადგან ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნოლი გვაქვს. კონსტიტუცია ხალხისთვის უნდა იქმნებოდეს და თუ ხალხთან შეთანხმებული არ არის დოკუმენტი, ეს ფარსია. ვგლოვობთ გარდაცვლილ ტყიბულელ მეშახტეებს და ვიბრძვით მომავლისთვის”-განაცხადა პეტრიაშვილმა.

ტყიბულის შახტაში,  ოთხი ადამიანი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა. შსს-მ გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....