თავდაცვის ექს-მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით ფეისბუქზე პოსტს დებს:
“რად უნდა ამ საქმეს საგამოძიებო კომისიები და ცეკა. ამან იმაზე ის თქვა და იმან ეს… მარჩიელობა და დროის წელვა, სანამ უზენაესის პოზიციას დააზუსტებენ ან შეაცვლევინებენ.
რატომ ვართულებთ ყველაფერს? რა გამოძიების ინტერესი და საიდუმლო. როდის უნდა დამთავრდეს ეს უკაცრავად და კრეტინიზმი.
1 – ვიდეო მასალა ქუჩიდან, კლუბიდან, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიიდან
2 – დასტური ან უარყოფა რომ მისი საქმის შესწავლა მიმდინარეობდა;
3 – მოკვლევის პირველი შედეგების განსაჯაროება;
სულ ეს არის.
დასრულებულია გამოძიებაც და მტკიცებულებაც”
შეგახსენებთ, 13 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა.