https://www.youtube.com/watch?v=K2IBchv5yrM
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ყოფილი მთავარი პროკურორის ბრალდებას, რომ კონფლიქტის ინიციატორი თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო, უარყოფს.
როგორც თორდიამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, ის ოთარ ფარცხალაძეს ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას სთავაზობს.
„ორდღიანი ფიქრის შემდეგ სტრატეგია დაისახა ოთარმა, რომ პათოლოგად გამომაცხადოს. გასაგებია ამ ადამიანის პოზიცია. ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ იმყოფებოდა პარასკევს.
მე თუ პათოლოგი ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია რისკენ აქვს მიდრეკილება ოთარს, ნარკოტიკებისკენ აქვს მიდრეკილება და მისი სახის გამომეტყველებაც კლუბში ნამდვილად ამ ფაქტს ადასტურებდა“, – აღნიშნავს თორდია.