aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

14 მაისის დღის ბოლოდან 17 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელ-ჭექი, ზოგან ძლიერი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

15 მაისს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ბათუმში +18, ხოლო თელავში +24.
16 მაისს თბილისში ტემპერატურა დაიკლებს და +21 გრადუსი იქნება, ბათუმში კვლავ +18, ხოლო თელავში +23 გრადუსი.

იტვირთბა....