რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა რეპლიკებისა და შეძახილის ფონზე მიმდინარეობს. ხმაური განხილვაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებას რუსთავის ყოფილმა მერმა, მამუკა ჩიქოვანმა, მიმართა. მან ყურადღება ამ მთავრობის სისუსტეებზე გაამახვილა.
მისი თქმით, ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო და ძლიერი პარლამენტი არ არსებობს. განხილვის დროს დარბაზში მოქალაქეები აქტიურობდნენ და სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, რასაც რუსთავის მკვიდრსა და ქართული ოცნების დეპუტატს, გია ვოლსკის შორის მცირე ინციდენტი მოჰყვა.
დარბაზში რეპლიკები და შეძახილები მოჰყვა “ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი წერეთლის სიტყვით გამოსვლასაც.
https://youtu.be/JIPAU39r0XM