საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტყიბულშია. გიორგი კვირიკაშვილი დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრებს და დაღუპულთა დაკრძალვას დაესწრება.
დაღუპულ მეშახტეებს დღეს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, 9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გეგმური სამუშაოების შესრულებისას ოთხი მეშახტე დაიღუპა – ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე.
მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.
მინდელის სახელობის შახტი კომპანია “საქნახშირს” ეკუთვნის.