ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას შეუდგა. მაკრონს ხელისუფლება ოფიციალურად ფრანსუა ოლანდმა გადააბარა. თანამდებობის გადაბარების ცერემონია ელისეს სასახლეში გაიმართა.
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა სასახლე უკვე დატოვა. სასახლესთან მაკრონზე ადრე გამოჩნდა ახალი პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი.
პროტოკოლის თანახმად, ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს სახელმწიფო საიდუმლოებებისა და ბირთვული შეიარაღების კოდები გადასცა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ემანუელ მაკრონმა მოიპოვა. მისი კონკურენტი “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი იყო.