ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე 9 მაისს, ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას დაიღუპნენ.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
შრომის უსაფრთხოების მიზნით, რადიკალური რეფორმის გატარებას ითხოვს პროფკავშირები. გაერთიანებამ დღეს ტყიბულში სამგლოვიარო მარში დაგეგმა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეშახტეების დაკრძალვას შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწროს.