რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში სუიციდის ფაქტი მოხდა. 60 წელს გადაცილებული კაცი მეუღლემ სახლში გარდაცვლილი ნახა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა სავარაუდოდ სახლში თავი ჩამოიხრჩო.მეზობლებისთვის უცნობია რა შეიძლება მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.