aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საფრანგეთში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელისეს სასახლეში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სასახლეში თბილისის დროით 12:00 საათზე მივა. მას მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დახვდება და პოსტს გადააბარებს.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა მოიპოვა. მისი კონკურენტი ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი იყო.

ფრანსუა ოლანდი პრეზიდენტის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა და საფრანგეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგული პრეზიდენტის სახელით შევიდა.

იტვირთბა....