აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გამოძიება, რომელიც აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს და რის გამოც გუშინ ყოფილი მთავარი პროკურორი თავს დაესხა, ოთარ ფარცხალაძის მიწის ნაკვეთებს და მერიაში არსებულ დარღვევებს ეხება.
როგორც ლაშა თორდიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება 2016 წლის პერიოდს და შესწავლის შედეგად მთელი რიგი დარღვევები გამოიკვეთა. მისი თქმით, საუბარია ოთარ ფარცხალაძისთვის მერიის გადაწყვეტილებით მიწების ჩანაცვლებისა და შესყიდვასთან დაკავშირებულ დარღვევებზე.
ლაშა თორდია ამბობს, რომ აუდიტის სამსახურს დასკვნა უკვე მზად აქვს და ორშაბათს გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
https://youtu.be/Rm_8Pnvjmf4