“ეს იყო პირადი ანგარიშსწორება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეს, სადაც ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს. ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთდ მირტყამდა,“- ეს განცხადება სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა კლინიკაში გააკეთა.
ლაშა თორდია აცხადებს, რომ მას გუშინ თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით მას აქვს ინფორმაცია, ადამიანს აქვს სრული დაუსჯელობის განცდა, ამ კლუბში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ამ ადამინების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. მას თუ ჰგონია, რომ შიშს დანერგავს, ან ვიღაცა რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმაზე 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ლაშა თორდია ამ დროისთვის ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება და გამოკვლევებს უტარებენ.