ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმაზე 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს გუშინ ღამით დაესხნენ. ის ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება და გამოკვლევებს უტარებენ.

მისი თქმით, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.

იტვირთბა....