ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთში ავარიის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ავარიის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.  როგორც მედიასთან საუბარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ტურისტებით სავსე ავტობუსს ავარია მარმარისთან ახლოს მოუხდა. გარდაცვლილთა იდენტიფიცირება დასრულებული არ არის, თუმცა თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან.

იტვირთბა....