ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარია მოხდა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დღეს ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით,  “ოპელის”  მარკის ავტომობილის  მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთოს შეეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს” განუცხადა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია კიდევ ერთი ავტომანქანა. ავარიის გამო რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე  მოძრაობა შეფერხებული იყო, თუმცა ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გახსნილია. შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....