საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, სუბიექტურად, მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებშია:
„ეს, საბოლოო ჯამში, არის პარლამენტის გადასაწყვეტი – იქ მიიღება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას – სუბიექტური თვალსაზრისით, ჩვენთვის არის ყველაზე მეტად მომგებიანი მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. აბსოლუტურად ყველამ იცის, ვინ გაიმარჯვებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – ეს იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და ასეთ შემთხვევაში, დამატებით გავაძლიერებდით ჩვენს პოლიტიკურ ინტერესებს. თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, სუბიექტურად, მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. დანარჩენი უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.