ზუგდიდში 13 წლის მოზარდს ეძებენ. დაკარგულია 2004 წელს დაბადებული ლუკა დევდარაიძე, რომელიც სახლიდან გუშინ 10 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა, -ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს.
მშობლების თქმით, მისი სიმაღლეა 140-ი სმ-ია, აცვია ნაცრისფერი მოსასხამი, თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი. მათივე ინფორმაციით, მოზარდს თან ჰქონდა მობილური ტელეფონიც.
ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს და ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დაკავშირებას მოუწოდებს:
– 577 75 96 96, 599 50 94 92.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება.