შინაგან საქმეთა მინისტრის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა”,- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.