ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია: არავის გვაქვს ილუზია, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვებას მოიპოვებდა

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს მის პიროვნულ ფაქტორს უკავშირებდა:

„პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, წარმოაჩინოს ძალიან ღიად და აშკარად მცდარად ვითარება ისე, რომ, თითქოს, ეს არის პერსონალური გადაწყვეტილება მისი პიროვნების მიმართ, ეს არის სრულიად გაუმართლებელი და ეს ძალიან აზიანებს პროცესს და არავის არ გვაქვს ჩვენ იმის შინაგანი ილუზია და იმის განცდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვებას მოიპოვებდა და ეს არის რაიმე შიშით ნაკარნახევი“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოებას საკუთარი მცდარი მოსაზრება მოახვიოს თავს.

 

 

იტვირთბა....