საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულლი ექიმის მანქანაში გარდაცვლილის დნმ იქნა ნაპოვნი. ამის შესახებ ასევე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტები ადასტურებენ.
” ბერძნულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი დნმ ნანახი იქნა ანგიოქირურგის ავტომანქანაში და თან ისეთ ადგილას, რომ მის მიერ განზრახ ან საექიმო შეცდომის გამო მკვლელობა ეჭვს არ ბადებს. ასევე, ციხეში მყოფ ქართველებსაც კარგად “დაუკითხიათ” ანგიოქირურგი (რა იცოდა, შარი საიდან ელოდა?!)”, – ნათქვამია კვარაცხელიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს თესალონიკის “იპოკრატიოს” 38 წლის ბერძენმა ანგიოქირურგმა 36 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლა. მოკლული ქალის გვამი 3 მაისს იპოვეს ხალკიდიკის სოფელი პალიურის (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) მიდამოებში, ხრწნის წინწასულ სტადიაში.
ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა საანესთეზიო ნივთიერების კვალი. საქმეზე ბრალდებული ექიმი დააკავეს. სამართალდამცველებმა საქმესთან დაკავშირებით 2 ქალიც დააკავეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით,საბერძნეთის სახელმწიფო პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 38 წლის ანგიოქირურგი ციხეში გაუშვეს.