ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარემოს 20 კგ-მდე ნაგვით დაბინძურებისთვის ერთი პირი 150 ლარით დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის მიმდებარედ, ავტომაგისტრალთან, მოქალაქე გ. გ.-მ გარემო 20კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენებით დააბინძურა.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ​ განსაზღვრულია საჯარიმო სანქცია 150 ლარის ოდენობით.

იტვირთბა....