ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ჩინჩალაძე 11 ხმით სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს და  მიხეილ ჩინჩალაძე 11 ხმით სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ უკვე  გამწესდა. დღეს სულ 77 კანდიდატს უყრიან კენჭს. იმისთვის, რომ სასურველი თანამდებობა დაიკავონ, მათ საბჭოს წევრების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებათ.

ცნობილი გახდა, რომ 24-მა მოსამართლემ გასაუბრების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, მათ შორის არის მოქმედი პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი.

კენჭი ეყრებათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენრურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. კენჭისყრაში არ მონაწილეობს პრეზიდენტის კვოტით დანიშნული მოსამართლე ვახტანგ მჭედლიშვილი. მან ამის მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა დაასახელა, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი გამოსაცდელი ვადა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთაც არ აქვთ მოსმართლედ მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი ვადა.

შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა დიდი ნაწილი მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება, გარდა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან.

იტვირთბა....