საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროინდელ კონსტიტუციას ებღაუჭება, რომლისაც ყველა აღიარებს, რომ შესაცვლელია. როგორც საზოგადოებრივს ზარდიაშვილმა განუცხადა, გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის შანსი არ აქვს.
“პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა, თუ არჩევნები ჩატარდება. თუ დავფიქრდებით და მარგველაშვილის სამწლიან პრეზიდენტობას შევაფასებთ, ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, რომ მას პრეზიდენტობის შანსი არ აქვს. მის მიერ განხორციელებულ ერთ პოზიტიურ ცვლილებას მაინც თუ დამისახელებთ, რაც მან ქვეყნისთვის გააკეთა, კი ბატონო, საკითხზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.