საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტყიბულის, მინდელის შახტაში დაღუპულ მეშახტეთა ოჯახებს მიუსამძიმრა:
„დიდი ტრაგედია გვაქვს, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება, მასში ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები და ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ახლა ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს“ – განაცხადა ალავიძემ.
ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში ოთხი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და შახტაში ჩავარდა. შსს-ს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
იტვირთბა....