” ხელისუფლება გვთავაზობს მოდელს, როდესაც თვითონ გადაყვება და ამ საზოგადოებას. ეს კონსტიტუცია კიდევ შესაცვლელი ექნება”- ამის შესახებ გაზეთ “რეზონანსთან” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ საერთო-სახალხო განხილვას აწყობს ხელისუფლება და იქვე ამბობს, – თქვენ აქ რას მეტყვით და როგორ გამაკრიტიკებთ, არ მაინტერესებს, ვინც შეიძლება, გადაწყვეტილება შემაცვლევინოს, ვენეციის კომისიააო. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს ხალხის შეურაცხყოფაა და ამ შემთხვევაში საერთო სახალხო განხილვას აზრი ეკარგება.
“ათი არგუმენტია, რომ ხალხმა შეიძლება, მარგინალური პრეზიდენტი აირჩიოს და ამის დაშვება არშეიძლება და პლებისციტი არ შეიძლება, რადგან შეიძლება, სხვა შედეგი მოგცეს, რაც არ გაწყობს – როდის და რანაირად გახდნენ ირაკლი კობახიძე და მისი ამალა ამ ქვეყანაში აბსოლუტური ჭეშმარიტების მფლობელები? ესენი, სასათბურე პირობებში გამოყვანილი პოლიტიკოსები, თვლიან, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან ამ ქვეყანაში და ხალხი საინტერესო არ არის.
„ოცნება” ამბობს, რომ ჩემ ირგვლივ ყველა კარგად არის. სასამართლოს პრობლემა არანაკლები პრობლემაა, ვიდრე კონსტიტუციური პროცესი. ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც უზენაესი სასამართლოს 13 მოსამართლიდან 9 მოსამართლემ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და ის არ აღსრულდა, რადგან ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა სტარსბურგმა. ოდნავ მაინც ღირსეული მოსამართლე სავარძელს დატოვებდა. იმის ნაცვლად, რომ შერცხვეთ ამ სკანდალური მდგომარეობის და უფლებამოსილება შეიჩერონ, თითქოს ამას ვერც ხედავენ და კიდევ აქეთ გვიტევენ, ხან ჟურნალისტებს იბარებენ და ეუბნებიან, ფულს მოგცემთ და კარგი ილაპარაკეთ ჩვენზეო, ხან – ჟურნალისტებს ცენზურა უნდა დაუწესდეთო”- აღიშნავს ხუხაშვილი “რეზონანსთან”.