სოფელ ხანდოსხევთან აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, 6 პირი ადმინისტრაციული წესით, სსსკ-ის 173-ე მუხლით დააკავეს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა ადგილობრივ მოსახლეობას სპეცტექნიკის გაყვანის ნებართვა არ მისცა.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ პოლიციის მანქანებისთვის გასვლის საშუალება არ მიეცათ. თუმცა მათ დაკავებულთა გაყვანა მაინც შეძლეს. ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი ადგილობრივი დაშავდა, მას სავარაუდოდ ხელი აქვს მოტეხილი. ამ წუთებში აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქციის გაგრძელებას აპირებენ.
აქციასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს მშენებლობის გაჩერების უფლება არ აქვთ.
ადგილობრივი მოსახლეობა მთის ფერდობზე მაღალი ძაბვის ელექტოგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს. მათ დილიდან გადაკეტილი ჰქონდათ გზა, რომლითაც კომპანია “ელექტროტრანსის” ტექნიკა მთის ფერდობზე მიწი მოჭრის სამუშაოებს აწარმოებდა.