ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაერთიანებული პროფკავშირები მასობრივ აქციებს იწყებს

გაერთიანებული პროფკავშირები ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს. ეს თემა აქტუალური, გუშინ, ტყიბულის მაღაროში მაღაროელების დაღუპვის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. აქციების შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა დააანონსა.

მას საზოგადოებაში ფინანსური და დასაქმების კუთხით არსებული პრობლემების გამო არ აქვს იმედი იმისა, რომ აქციებს დასაქმებულთა უმრავლესობა შეუერთდება, თუმცა ფიქრობს,  ბრძლის დაწყების დროა.

“შესაძლოა დღევანდელი ბრძოლა წავაგოთ, მაგრამ საბოლოო ომის მოგებას ამ ბიჭების ხსოვნას მივუძღვნით. ჩემი ნება რომ იყოს, სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავდი განზრახ მკვლელობის მუხლით იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც გადაწყვეტილების უნარი აქვთ და ეწინააღდმეგებიან რეალური შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებას ამ ქვეყანაში”, – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში ოთხი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და შახტაში ჩავარდა. შსს-ს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. უწყების ცნობითვე, ადგილზე მობილზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ტყიბულში პრემიერის დავალებით უკვე გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება ასევე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

 

იტვირთბა....