კახეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეჯახა.
შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ აკურაში წუხელ მოხდა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვის სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.