ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შახტაში დაღუპულების ოჯახები ყველანაირ კომპენსაციას მიიღებენ”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარია ამბობს, რომ ტყიბულში, შახტაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ყველა სახის კომპენსაცია მიეცემა, როგორც კომპანიის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
მან აღნიშნა, რომ ჩატარდება ღია გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.
“მტყუან-მართალი უნდა ვეძებოთ. აქ არის ის მომენტი, როცა მაღაროელებს უნდა დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოჯახის წევრებს და მაღაროელების საზოგადოებას ეს ტრაგიკული დღე, ტრაგიკული მოვლენა შევუმსუბუქოთ”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში ოთხი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და შახტაში ჩავარდა. შსს-ს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. უწყების ცნობითვე, ადგილზე მობილზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ტყიბულში პრემიერის დავალებით უკვე გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება ასევე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

იტვირთბა....