საქართველოს პრეზიდენტი პრემიერისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრას გამოეხმაურა:
„მინდა, მივესალმო შეხვედრებს, რომელიც ჩატარდა ვაშინგტონში, ეს არის ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმატება. ვიცე-პრეზიდენტი და შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელთა დღის წესრიგიც ძალიან გადატვირთულია, შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს. ისინი ნათლად აფიქსირებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი ერთობლივი საქმის გამარჯვება. ეს არის ის, რითიც საქართველო ასე ძლიერად დგას საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ის დონლად ტრამპთან შეხვედრამდე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა.