ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უარი უნდა ვთქვათ როგორც საპრეზიდენტო, ასევე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ როგორც საპრეზიდენტო, ასევე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე უარი უნდა თქვას, -ამის შესახებ მან ზუგდიდში, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

„შეიძლება, ეს მმართველობა ზვიად გამსახურდიას დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ ამ გვართან იმ სისტემას ნუ დავაკავშირებთ. 25 წლის განმავლობაში ამ სისტემამ რა მოიტანა, კარგად გვახსოვს. სამივე პრეზიდენტმა, აქედან ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, თავისი მოღვაწეობა რევოლუციის საფუძველზე დაამთავრა და სამივე შემთხვევაში, ხელისუფლება რევოლუციის საფუძველზე შეიცვალა. ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ, უარი უნდა ვთქვათ როგორც საპრეზიდენტო, ასევე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე. ორივე სისტემა ძალიან ავტორიტარიზმისა და ავტოკრატიის ჩამოყალიბების სერიოზულ რისკ შეიცავს და ეს სერიოზული პრობლემაა, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ. ყველაზე დემოკრატიულ სისტემაზე – საპარლამენტო მმართველობაზე უნდა გადავიდეთ, რაც არის კულტურა, რომელსაც ევროპული ტრადიციები ჰქვია. რაც შეეხება კონსტიტუციის ჭრა-კერვას, ამ რეფორმის მიზანია, ისეთი კონსტიტუცია შეიქმნას, რომელსაც გადასინჯვა დიდი ხნის განმავლობაში აღარ დასჭირდება და ეს ასეთი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....