ტელეკომპანია “დიას” ინფორმაციით, გორში, ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებას აღნიშნავდნენ, რუსეთის დროშა გამოიტანეს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გამოიტანეს ოკუპანტი ქვეყნის დროშა ნაომარ ქალაქში, მოქალაქეებმა ასეთი პასუხი გასცეს:
“ეგ საქართველო- რუსეთის ომი არ იყო. ეგ იყო ამერიკა- რუსეთის დაპირისპირება…მთლიანი ომი მემატიანეს არსად არ დაუწერია” . მათივე განმარტებით, 2008 წლის ომი გაუაზრებელი ამერიკული პოლიტიკის შედეგია…