აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირველი სატელეფონოს საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ 25 მაისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე შეხვდებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესამსახური იუწყება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ სურს მჭიდროდ ითანამშრომლოს საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტთან საერთო პრობლემების მოსაგვარებლად და აშშ-სა და საფრანგეთს შორის ისტორიულად მყარ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. ლიდერები 25 მაისს ბრიუსელში შეხვედრაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია თეთრი სახლის გაცხადებაში.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას ჩატარდა. მასში გამარჯვება ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა 66,10%-ით მოიპოვა. მისი კონკურენტი „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი იყო, რომელსაც ხმა ამომრჩევლთა 33,90%-მა მისცა.