ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაკის პარკში პატრიარქი მივიდა

ვაკის პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა. მან უცნობი ჯარისკაცის საფლავზე სანთელი დაანთო.

ვაკის პარკში დღეს დილიდან იკრიბებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები.

დღეს 9 მაისია. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 72 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 70 0000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

იტვირთბა....