ვაკის პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, მოტოკლუბ „ღამის მგლების“ ორი წარმომადგენელი მივიდა.
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ საქართველოში და დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების თარიღის აღსანიშნავად მივიდნენ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან.
ვაკის პარკში მათ მოქალაქეებმა მაისურები აჩუქეს, რომლებზეც ქართული დროშა იყო გამოსახული.
მოტოკლუბის წევრებმა ვაკის პარკის ტერიტორია უკვე დატოვეს. რაიმე სახის ინციდენტს მოქალაქეებთან ადგილი არ ჰქონია.