ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უფასო სასადილოების ხარჯზე, 8-10 მილიონს გამგეობის, მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები ჯიბეში იდებენ”

„სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ უფასო სასადილოებთან დაკავშირებით, კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიის სოციალურ საკითხთა ჯგუფმა დედაქალაქის მასშტაბით მონიტორინგი განახორციელა, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ ყოველწლიურად, 8-9 მილიონი ლარი არამიზნობრიად იხარჯება და პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართაგან სერვისით მხოლოდ ნახევარი სარგებლობს.

დედაქალაქის მთავრობა გიორგი ვაშაძეს დღესვე გამოეხმაურა. მერიაში აღნიშნულ განცხადებას ცილისწამებას და მორიგ სიცრუეს უწოდებენ. მათი მონაცემებით, დღეისთვის უფასო სასადილოების ერთჯერადი ცხელი სადილით 39 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი „ახალ საქართველოს” პოპულისტური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას ურჩევს.

იტვირთბა....