ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაორებული გრძნობა მქონდა დეკანოზ მამალაძის მიმართ, მაგრამ 5 მაისს ამ საქმეს წერტილი დაესვა”

„გაორებული გრძნობა მქონდა დეკანოზ მამალაძის მიმართ, მაგრამ 5 მაისს ამ საქმეს წერტილი დაესვა“- ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, სასამართლო სხდომის დახურვამ ცხადყო, რომ დეკანოზი მამალაძე „ქართული ოცნების“ უკანონო პატიმარია.

„მეც ისევე, როგორც ალბათ ბევრ სხვა ადამიანს, გაორებული გრძნობა მქონდა დეკანოზ მამალაძის მიმართ: ერთის მხრივ აშკარად არასასიამოვნო შინაარსის იყო მისი საუბრები, რომლებიც გამოქვეყნდა, ხოლო მეორეს მხრივ სრულიად აშკარა იყო მტკიცებულებების დეფიციტი ბრალდების საქმეში და აშკარად იკვეთეობდა მთავრობის პოლიტიკური დაინტერესება ამ საქმის მიმართ.

5 მაისს სასამართლო სხდომის დახურვამ პირადად ჩემთვის ამ საქმეს წერტილი დაუსვა: დეკანოზი მამალაძე არის უდანაშაულო და “ქართული ოცნების” უკანონო პატიმარი“- წერს კახა კუკავა.

იტვირთბა....