ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი სეტყვა და ქარი იყო კახეთში: ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურა განადგურდა

ძლიერი სეტყვა და ქარი იყო კახეთში. რამდენიმე სოფელი დაზარალდა. წუხელ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ  კახეთის რამდენიმე დასახლებაში სავარგულები დააზიანა.

განსაკუთრებული ზიანი მიადგა ახმეტისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ზემო ხოდაშენსა და ქისტაურს, ყარაჯალასა და ვარდისუბანს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ეზოებსა და ბაღჩა-ბაღებში ერთწლიანი და  მრავალწლიანი კულტურის განადგურება გამოიწვია. ზარალის ოდენობა ითვლება.

იტვირთბა....