დეპუტატი მარიამ საჯაია ფეისბუქის გვერდზე პოსტს ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიას მიმართავს:
,,SOS!
შუა ქალაქში, იპოდრომზე ჩავდივარ და კიბეებზე მხვდება 1.5 მეტრიანი გველი!
შარშან ამავე იპოდრომზე მიკბინა მწერმა და დამმართა ბორელიოზი, რის განკურნებასაც 3 თვიანი ანტიბიოტიკებით მკურნალობა დასჭირდა.
ანუ გველებით და შხამიანი მწერებითაა გატენილი იპოდრომი, რომლის გარშემოც ხალხი ცხოვრობს (და ამ არსებებს თავისუფლად შეიძლიათ საცხოვრებლებამდე მიღწევა), სადაც ყოველ დღე, დილიდან საღამომდე დადიან ბავშვები და უფროსები. ამ ადამიანების ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. ვინმემ არ უნდა მიხედოს? ქვეყანა ვართ თუ ვანიას დუქანი? თვეში ერთხელ შეწამლვაზე არავის არაფერი სმენია?
ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia თბილისის მერია / Tbilisi City Hall ქენით რაღაც!“ – წერს მარიამ საჯაია.