ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა.
„საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი ახლო მოკავშირეა და ჩვენ სიამოვნებით ვიმუშავებთ ახალ პრეზიდენტთან რიგ საერთო პრიორიტეტებზე. მთელი გულით ვულოცავ ემანუელ მაკრონს გამარჯვებას“