„ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონს ტელეფონით გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ მარინ ლე პენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ფრანგებმა აირჩიეს ახალი პრეზიდენტი და მათ არჩევანი პოლიტიკის უწყვეტობაზე შეაჩერეს“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
მისი თქმით, ის ივნისში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნების ბრძოლას გაუძღვება. „მე საპარლამენტო არჩევნების ბრძოლის სათავეში დავდგები, ვინაიდან ჩვენ გვაწუხებს ამ ახალი ხუთწლიანი პერიოდის პერსპექტივები“, – განაცხადა ლეპენმა.
„ეროვნული ფრონტი“ უნდა განახლდეს, რათა ისტორიული მომენტის სიმაღლეზე ვიყოთ. მე გთავაზობთ ჩვენი მოძრაობის ტრანსფორმირების დაწყებას. ყველა პატრიოტს მოვუწოდებ ამისკენ“, – დასძინა მან.