საფრანგეთში მოსახლეობამ ხვალ ქვეყნის ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს. აგიტაციის ოფიციალურად დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის, საარჩევნო შტაბი მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა.
კიბერშეტევის შედეგად, ანონიმმა მომხმარებელმა ინტერნეტში 9 გეგაბაიტის მოცულობის მასალები გაავრცელა, მათ შორის ელექტრონული წერილები, შიდაპარტიული დოკუმენტაცია და ფოტოები.
მომხდარი ცენტრისტი კანდიდატის გუნდმა ოფიციალური განცხადებით დაგმო და აღნიშნა, რომ ჰაკერული თავდასხმის მიზანი ემანუელ მაკრონის იმიჯისთვის და საფრანგეთის დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება იყო.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ხვალინდელ არჩევნებში გამარჯვებას მაინც მაკრონს უწინასწარმეტყველებენ. მას ამომრჩევლის 62% ემხრობა, მის კონკურენტ მარინ ლე პენს კი – 38%.