ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ოთხმა ქვეყანამ გაუგრძელა რუსეთს სანქციები ექვსი თვით. ეს ქვეყნებია, მონტენეგრო, ალბანეთი, ნორვეგია და უკრაინა.
მონტენეგრო და ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები არიან. 13 მარტს ევროკავშირის საბჭომ მოსკოვს ინდივიდუალური სანქციების მოქმედება 2017 წლის 15 სექტემბრამდე გაუხანგრძლივა. “შავ სიაში” 150 ფიზიკური პირია, მათ შორის უკრაინის მოქალქეებიც.
სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის და ყირიმის მიერთების გამო ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვითი წარმოების სფეროებს მოიცავს. მათი გაუქმება დაკავშირებულია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში სტაბილიზაციის მიზნით გაფორმებული მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.