სუმზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა – 20 – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
“მაშველები და პოლიცია დაზიანებების ადგილებზე პირველივე წუთებიდან მივიდნენ. ბევრი დაღუპულია. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი და სულ მცირე 20 დაშავდა. ადამიანები დაშავდნენ ქუჩებში, ავტომობილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სახლებში“ – წერს იგორ კლიმენკო.