ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები თურქეთში მოლაპარაკებებს გამართავენ – მედია

რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავენ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN türk-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ.

იტვირთბა....