„მსოფლიო რბენის“ მარათონთან დაკავშირებით, ხვალიდან, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ალტერნატიული მარშრუტების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ – დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება. ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე – გურჯაანი-აფენი-კაბალი”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.