ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მეტრონომი” საფრანგეთიდან: “მარინ ლე პენს კვერცხები დაუშინეს” (ვიდეო)

მარინ ლე პენს კვერცხები ესროლეს, ამის შესახებ საფრანგეთიდან “მეტრონომის” წარმომადგენელი იუწყება. მისი ინფორმაციით, ლე პენს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის საფრანგეთის რეგიონ ბრეტონში წინასაარჩევნო ვიზიტის დროს,  ტრანსოპორტის კომპანია “გინელ” ქალაქ დოლ- დე – ბრეტონში სტუმრად იმყოფებოდა და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს ხვდებოდა.  მარინ ლე პენის დაცვამ მოახერხა საპრეზიდენტო კანდიდატის უსაფრთხოდ შეყვანა კომპანიის ოფისში.

ლე პენის მისამართით მისი მოწინააღმდეგეები სკანდირებდნენ სიტყვებს -„ძირს ფაშისტები“. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი დაუპირისპირდებიან.

 

იტვირთბა....