ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დანიშვნიდან ერთ თვეში დატოვა. ინფორმაციას თეატრის დირექტორი ზვიად დოლიძეც ადასტურებს, თუმცა ხუსკივაძის გადაწყვეტილების მიზეზზე საუბარი უჭირს. ცნობილია, რომ ხუსკივაძემ რუსთავის მერიას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა, მერმა კი  აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა.

ნანუკა ხუსკივაძე ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს, შესაბამისად უცნობია რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი. ნანუკა ხუსკივაძე რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე 5 აპრილს დაინიშნა.

იტვირთბა....