საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მასზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა.
სტუდენტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს საქართველოს მთავრობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გავლენის შესახებ.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, არ ისაუბრებს ისეთ თემებზე, რომელთა შესახებაც ადამიანებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.
“რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ მოვწყდე ჭორსა და პირად საუბრებს. ძირითადად პოლიტიკაში საუბარია ჭორზე ან მის შინაგან მდგომარეობაზე. პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის.
სულ ვფიქრობ, საიდან იფიქრეს ან იციან ეს. ვცდილობ, ეს არ ვაკეთო. ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როდესაც დამთავრდა. არ ვსაუბრობ ისეთ თემებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ. ათასი ჭორი მსმენია, რომ ივანიშვილმა ვინმეზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ეს ხომ ჭორია. მე ხომ არ ვიცი, სიმართლეა თუ არა ბიძინას სავარაუდო გავლენა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, წრფელი გულით არასოდეს არავისთან მიაქვთ ჭორი.